კოლეჯი იბერია
დიზაინიმოთხოვნადი

მოდის ტექნოლოგია და დიზაინი

ესკიზების შექმნა, ტანსაცმლის კონსტრუირება და მოდელირება, გამოჭრა, ტექნოლოგიური დამუშავება, კოსტიუმის ისტორია და ქართული ეროვნული სამოსი.

მოდის ტექნოლოგია და დიზაინი photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 2)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის
thumb
thumb

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:

📍 ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61
👤 პროფესიული განათლების მასწავლებელი თამარ ძნელაძე
📍 ქ. ბაღდათი, შოთა რუსთაველის ქ. N80
👤 პროფესიული განათლების მასწავლებელი დარეჯან ცაგარეიშვილი

🎯 პროგრამის მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის.

✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

✓უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება და გაეცნოს მოდელს;
✓შექმნას ესკიზი;
✓შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები;
✓ტექნოლოგიურად დაამუშაოს სამკერვალო ნაწარმის დეტალები;
✓გამოიყენოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები;
✓ააგოს სამკერვალო ნაწარმის კონსტრუქციული ნახაზი;
✓გამოჭრას და შეკეროს სამკერვალო ნაწარმი;
✓გადააკეთოს ტანსაცმელი და აღადგინოს დაზიანებული უბნები;
✓უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება.