ტექნოლოგიებიმოთხოვნადი
კომპიუტერული ქსელი და სისტემები
ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურა, Cisco/Linux/Windows სერვერები, VOIP ტელეფონია, ვირტუალიზაცია, Cloud პლატფორმები და ქსელის ადმინისტრირება.
ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ
📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:
📍 ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N61
👤 პროფესიული განათლების მასწავლებელი იაზონ დანელია
🎯 პროგრამის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარისთვის.
✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები
✓უზრუნველყოს პერსონალური კომპიუტერისა და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული მხარდაჭერა;
✓იმუშაოს მობილურ და ლინუქს ოპერაციულ სისტემებთან;
✓დაამონტაჟოს და გამართოს მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელი;
✓დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
✓გამართოს ბაზისურად კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია;
✓უზრუნველყოს კომპიუტერულ ქსელებში ბაზისური კომუტაცია და მარშუტიზაცია;
✓გამართოს ბაზისურად VOIP ტელეფონია;
✓გამართოს ბაზისურად Windows სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისები;
✓გამართოს ბაზისურად Linux სერვერული ოპერაციული სისტემა;
✓გამართოს ბაზისურად სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგია;
✓გამოიყენოს Cloud პლატფორმები;
✓უზრუნველყოს კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.


