კოლეჯი იბერია
ინჟინერიამოთხოვნადი

შედუღება

ლითონის ელექტრორკალური და აირის სანთურით შედუღება, MIG/MAG და TIG ტექნოლოგიები, ლითონის ჭრა და თერმული დამუშავება.

შედუღება photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 2)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის
thumb
thumb

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:

📍 ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61
👤 პროფესიული განათლების მასწავლებელი პარმენ ყიფიანი

🎯 პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კარდის მომზადება შედუღების სფეროსთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

✓შეადუღოს ლითონის ნაწილები აირის სანთურით, ელექტრორკალით, თერმული ნაერთებით ან სხვა მეთოდებით;
✓გამოიყენოს სარჩილავი ტყვიის შემცველი ნაკეთობების შესაკეთებლად;
✓შეაერთოს ლითონის ნაწილები მყარი კომპონენტით;
✓დაჭრას ლითონი აირის სანთურის ან ელექტრორკალის გამოყენებით;
✓შეაერთოს ლითონის ნაწილები ხელის სარჩილავით, რბილი კომპონენტით;
✓შეარჩიოს თერმული მომზადების, მორგების, შედუღების პროცესის რეჟიმი დეფორმაციის თავიდან აცილების მიზნით;
✓დაადგინოს დეფექტები და წუნები, შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების სიზუსტე.