კოლეჯი იბერია
ინჟინერია & ხელოვნებაანონსი

ხის ნაკეთობათა და ავეჯის დამზადება (ანონსი)

გაახლებული პროფესიული სტანდარტის პროგრამა: ხისა და საინჟინრო მერქნის დამუშავება, ავეჯის კონსტრუირება, კარ-ფანჯრები, იატაკი და აღდგენა.

ხის ნაკეთობათა და ავეჯის დამზადება (ანონსი) photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 1)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:

📍 ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N61
👤 სსიპ კოლეჯი „იბერია“ (გაახლებული სტანდარტი)

🎯 პროგრამის მიზანი

ხის ნაკეთობათა და ავეჯის დამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს დურგლის ისეთი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელმაც იცის ხისა და საინჟინრო მერქნის დამუშავებისათვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა/გამოყენება, ნახაზის შესრულება ხელით და კომპიუტერული გრაფიკით, კარ-ფანჯრების, კიბის, იატაკის, ავეჯისა და ხის მსუბუქი კონსტრუქციების დამზადება.

მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

შექმნას ნახაზი ხელით, ასევე კომპიუტერული გრაფიკული პროგრამის გამოყენებით.
დაამუშაოს მერქანი და მერქნული მასალა.
დაამზადოს ავეჯი.
დაამზადოს ხის კარ-ფანჯრები და კიბის მოდელი.
მოაწყოს იატაკი.
დაამზადოს ხის მსუბუქი კონსტრუქციები.
განახორციელოს ხის ნაკეთობების შეკეთება.