კოლეჯი იბერია
ტექნოლოგიამოკლევადიანი

მიკროელექტრონიკა

მიკროპროცესორული ტექნიკა, PLC კონტროლერების დაპროექტება, სენსორები, სქემების აწყობა და ავტომატიზებული სისტემების პროგრამირება.

მიკროელექტრონიკა photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 2)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის
thumb
thumb

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:

📍 ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N61
👤 პროფესიული განათლების მასწავლებლები: ირაკლი რობაქიძე, გიორგი ხალიჩავა

🎯 პროგრამის მიზანი

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება ტექნიკური მიმართულების სფეროსთვის, რომელიც ორიენტირებულია (განკუთვნილია) მანქანების, აგრეგატების, ინტელექტუალური სისტემების შექმნისა და ექსპლუატაციისათვის მათი მოძრაობების კომპიუტერული მართვის შესაძლებლობით. პროგრამა ეფუძნება მექანიკის, ელექტრონიკის, მიკროპროცესორული ტექნიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული მართვის ფუნდამენტურ ცოდნას.

მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

ელექტრული და ელექტრონული პრინციპების აღწერა და გამოყენება.
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების ფუნქციონირების გაცნობიერება.
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების აპარატურის მონტაჟი და სქემების დაპროექტება.
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირების ელემენტების გამოყენება.
სენსორების გამოყენებით კონსტრუქციის აგება, მოდელების მოდიფიკაცია და ტექნიკური გაზომვების ჩატარება.
ექსპერიმენტების ჩატარება, ჩატარებული სამუშაოს შეფასება და ცალკეული ფაქტორების განხილვა.
შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.