კოლეჯი იბერია
ინჟინერიამოთხოვნადი

ელექტროობა

ელექტრული წრედები, CAD ნახაზები, ელექტროტექნიკა, ელექტრული მანქანები და ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება.

ელექტროობა photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 2)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის
thumb
thumb

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:

📍 ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N61
👤 პროფესიული განათლების მასწავლებელი ზაზა პაპიძე
📍 ქ. ბაღდათი, შოთა რუსთაველის ქ. N80
👤 პროფესიული განათლების მასწავლებელი ხახა პაპიძე

🎯 პროგრამის მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის.

✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

✓უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვა;
✓აღწეროს ელექტრული წრედების ელემენტები და საზომი ხელსაწყოები;
✓უზრუნველყოს ელექტროობის სისტემის ნახაზის შესრულება CAD-ის გამოყენებით;
✓აღწეროს ელექტრული მანქანები;
✓აღწეროს ელექტრული ტექნოლოგია;
✓უზრუნველყოს მუდმივი და ცვლადი დენების ანგარიში და წრედებში დანაკარგები;
✓გამოიყენოს მათემატიკა ელექტროობაში;
✓განახორციელოს ელექტროსამონტაჟო სამუშაოები;
✓უზრუნველყოს პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა.