კოლეჯი იბერია
ინჟინერიამოკლევადიანი

ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება

განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე მზის ფოტოელექტრული, თერმული და გეოთერმული ჰიბრიდული სისტემების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და მოვლა-პატრონობა.

🔥
მიმდინარეობს მიღება ახლა!
მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამა • რეგისტრაცია ღიაა
განაცხადის შევსება→
ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 2)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის
thumb
thumb

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:

📍 ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N61
👤 პროფესიული განათლების მასწავლებლები: ზაზა პაპიძე, ჯემალი ბოკუჩავა

🎯 პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საჭირო თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარის მქონე კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე, მოწყობილობების, კერძოდ: მზის ფოტოელექტრული სისტემების, მზის თერმული სისტემების, ზედაპირული გეოთერმული სისტემებისა და თბური ტუმბოების, ენერგიის მააკუმულირებელი მოწყობილობების, ენერგიის მართვის და მონიტორინგის სისტემების მონტაჟსა და კვალიფიციურ მოვლა-პატრონობას.

✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

✓ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული სისტემების და მისი შემადგენელი ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების (მზის ელექტრული და თერმული ენერგია, ქარის ენერგია, თბური ტუმბო) მუშაობის პრინციპების აღწერა.
✓ავტ. მართვ. ჰიბრიდული სისტემების და მისი შემადგენელი ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟის, შემოწმების და ტექნ. მომსახურების წესების გაცნობიერება.
✓ავტ. მართვ. ჰიბრიდული სისტემების და მისი შემადგენელი ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟის, შემოწმების და ტექნიკური მომსახურების უსაფრთხოების წესების აღწერა.
✓ავტ. მართვ. ჰიბრიდული სისტემების და მისი შემადგენელი ენერგიის განახლებადი წყაროების დანადგარების/მოწყობილობების მონტაჟისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
✓ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული სისტემების და მისი შემადგენელი ენერგიის განახლებადი წყაროების დანადგარების/მოწყობილობების მონტაჟი.
✓ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული სისტემების და მისი შემადგენელი ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების შემოწმება, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
✓შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების გათვალისწინებით ენერგოდატვირთვების განსაზღვრა.