კოლეჯი იბერია
მოდა & ხელოსნობაანონსი

ტყავის ჩანთების, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ზედაპირის კონსტრუირება და ტექნოლოგიური დამუშავება (ანონსი)

ტყავის ჩანთების, ფეხსაცმლის ზედაპირის კონსტრუირება, დეტალების დამუშავება, ტექნოლოგიური ოპერაციები, პროდუქტის აწყობა და ხარისხის კონტროლი.

ტყავის ჩანთების, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ზედაპირის კონსტრუირება და ტექნოლოგიური დამუშავება (ანონსი) photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 1)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

პროგრამის დასახელება
ტყავის ჩანთების, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ზედაპირის კონსტრუირება და ტექნოლოგიური დამუშავება (ანონსი)
სარეგისტრაციო ნომერი
04131-პ
განხორციელების ადგილი
სსიპ კოლეჯი "იბერია"
პროგრამის ხელმძღვანელი
კოლეჯის აკადემიური დეპარტამენტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
პროფესიული მომზადების კვალიფიკაცია / Professional Training Qualification

🎯 პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ტყავის ჩანთების, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ზედაპირის კონსტრუირებას, მასალების შერჩევას, დეტალების დამუშავებას, ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულებას, პროდუქტის აწყობასა და ხარისხის კონტროლს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.

მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

ტყავის, ფურნიტურის, დანადგარებისა და ხელსაწყო-იარაღების გაცნობა, გამოყენება და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
ტყავის ჩანთების, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ზედაპირის კონსტრუირება.
სარჩულიანი ტყავის ჩანთის ტექნოლოგიური დამუშავება და შეკერვა.
ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების ტექნოლოგიური დამუშავება და დამზადება.
ფეხსაცმლის ზედაპირის ტექნოლოგიური დამუშავება და შეკერვა.
ტყავის ნაწარმის ხარისხის შეფასება, პრეზენტაცია და ბაზარზე პოზიციონირება.