კოლეჯი იბერია
ინჟინერია & მშენებლობაანონსი

შედუღება (ანონსი)

გაახლებული პროფესიული სტანდარტის პროგრამა: ხელით ელექტრორკალური, MAG/MIG, TIG არგონის შედუღება, პლაზმური ჭრა და ხარისხის უზრუნველყოფა.

შედუღება (ანონსი) photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 1)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:

📍 ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N61
👤 სსიპ კოლეჯი „იბერია“ (გაახლებული სტანდარტი)

🎯 პროგრამის მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის.

✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

✓დაიცვას გარემო და შრომის უსაფრთხოება.
✓შეასრულოს სამუშაო შედგენილი ნახაზით.
✓შეასრულოს ხელით ელექტრორკალური შედუღება.
✓შეასრულოს ნახევრადავტომატური ელექტრორკალური შედუღება აქტიურ (MAG) და ინერტულ (MIG) აირებში.
✓შეასრულოს არგონში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით შედუღება.
✓შეასრულოს ნახშირბადიანი საკონსტრუქციო ფოლადების შედუღება.
✓შეადუღოს ლეგირებული ფოლადები.
✓შეადუღოს ფერადი ლითონები.
✓შეადუღოს პლასტმასები.
✓შეადუღოს კონსტრუქციები.
✓დაამუშაოს ლითონები თერმულად.
✓გაარჩიოს შედუღების მასალები და მათი მახასიათებლები.
✓მოამზადოს მასალები შედუღების პროცესისთვის.
✓გამოიყენოს შედუღების ტექნოლოგია.
✓უზრუნველყოს ხარისხი შენადუღ შეერთებაში.