კოლეჯი იბერია
მოდა & დიზაინიანონსი

ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კონსტრუირება და ტექნოლოგიური დამუშავება (ანონსი)

ქვედა კაბის, კაბისა და შარვლის კონსტრუირება, მოდელირება, ტექნოლოგიური ოპერაციები და მასალაში შესრულება.

ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კონსტრუირება და ტექნოლოგიური დამუშავება (ანონსი) photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 1)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

პროგრამის დასახელება
ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კონსტრუირება და ტექნოლოგიური დამუშავება (ანონსი)
სარეგისტრაციო ნომერი
04133-პ
განხორციელების ადგილი
სსიპ კოლეჯი "იბერია"
პროგრამის ხელმძღვანელი
კოლეჯის აკადემიური დეპარტამენტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
პროფესიული მომზადების კვალიფიკაცია / Professional Training Qualification

🎯 პროგრამის მიზანი

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია სამკერვალო წარმოების სფეროსთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრის მომზადება. პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელს შესძინოს ქალის მსუბუქი ტანსაცმლის — ქვედა კაბა, კაბა, შარვალი — კონსტრუირების, მოდელირებისა და მასალაში შესრულებისათვის საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები.

✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

✓ხელის გვირისტების, მანქანური ნაკერების და ტანსაცმლის დეტალების საწყისი დამუშავება.
✓ტანსაცმლის ძირითადი კვანძების ტექნოლოგიური დამუშავება.
✓ქალის ქვედა კაბის კონსტრუირება და მოდელირება.
✓ქალის კაბის კონსტრუირება და მოდელირება.
✓ქალის შარვლის კონსტრუირება და მოდელირება.
✓ქალის ქვედა კაბის მასალაში შესრულება.
✓ქალის შარვლის მასალაში შესრულება.
✓ქალის მსუბუქი კაბის მასალაში შესრულება.