ლოგისტიკა და ტრანსპორტიმოთხოვნადი
საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები
სატვირთო გადაზიდვების ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, ლოგისტიკური დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვა და უსაფრთხოება.
ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ
📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:
📍 სსიპ კოლეჯი "იბერია" (ქუთაისის კამპუსი)
👤 კოლეჯის აკადემიური დეპარტამენტი
🎯 პროგრამის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის.
✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები
✓აღწეროს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა;
✓აღწეროს საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო რეგულაციები;
✓მოამზადოს და გამოიყენოს საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ძირითადი დოკუმენტაცია;
✓აღწეროს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების აგებულება, ფუნქციური დანიშნულება და უსაფრთხოების წესები;
✓აღწეროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მოწყობილობების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ძირითადი მოთხოვნები;
✓განახორციელოს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტვირთების დატვირთვა - გადმოტვირთვა;
✓აღწეროს უსაფრთხოების საკითხები საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში;
✓გამოიყენოს ტექნოლოგიები საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის დროს.


