ბუღალტრული აღრიცხვა
სამეწარმეო, არასამეწარმეო და სახელმწიფო ორგანიზაციების სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვა, ფინანსური ანგარიშგება და საგადასახადო დეკლარირება.
ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ
📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:
🎯 პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსური ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.


