კოლეჯი იბერია
ინჟინერია & ხის დამუშავებამოთხოვნადი

ხის ნაკეთობათა და ავეჯის დამზადება

ხისა და საინჟინრო მერქნის დამუშავება, კარ-ფანჯრების, კიბის, იატაკის, ავეჯისა და ხის მსუბუქი კონსტრუქციების დამზადება, ნახაზების შესრულება და ხის ნაკეთობათა შეკეთება.

ხის ნაკეთობათა და ავეჯის დამზადება photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 2)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის
thumb
thumb

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:

📍 ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N61
👤 პროფესიული განათლების მასწავლებელი იური მესხორაძე

🎯 პროგრამის მიზანი

ხის ნაკეთობათა და ავეჯის დამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს დურგლის ისეთი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელმაც იცის ხისა და საინჟინრო მერქნის დამუშავებისათვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა/გამოყენება, ნახაზის შესრულება ხელით და კომპიუტერული გრაფიკით, კარ-ფანჯრების, კიბის, იატაკის, ავეჯისა და ხის მსუბუქი კონსტრუქციების დამზადება.

✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

✓შექმნას კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ნაკეთობათა ესკიზი/ნახაზი;
✓დაამუშავოს მერქანი და მერქნული მასალა;
✓ააწყოს და მოაპირკეთოს ხის ნაკეთობები;
✓განახორციელოს მარტივი და რთული მხატვრული კვეთა ხეში;
✓განახორციელოს კომპიუტერული დანადგარების გამოყენებით ხის მხატვრული დამუშავება;
✓დაამზადოს ხის მხატვრული ნიმუში მოზაიკური ტექნოლოგიით;
✓შექმნას ხის წნული ნაკეთობები;
✓განახორციელოს ხის ნაკეთობების შეკეთება.