კოლეჯი იბერია
სოფლის მეურნეობამოკლევადიანი

ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა

ორგანული მევენახეობის მართვა, ნიადაგის დამუშავება, ბიოლოგიური სასუქები, რთველი, ორგანული ღვინის წარმოება და სერტიფიცირება.

ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 2)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის
thumb
thumb

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:

📍 ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N61
👤 პროფესიული განათლების მასწავლებლები: გიორგი გიორგაძე, ვარლამი მინდელი, თემური ღვინიანიძე

🎯 პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მსმენელს გააცნოს ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის კონცეფცია, ძირითადი დებულებები და გამოუმუშავოს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები. ხელს უწყობს ქვეყანაში ეკოლოგიურად გამართლებული წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებასა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ცოდნის გავრცელებას.

მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის მახასიათებლების განსაზღვრა.
ვაზის სავეგეტაციო ციკლის მართვა ორგანულ მევენახეობაში.
ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის სერტიფიცირების ორგანიზება.
ნიადაგის მართვა ორგანული მევენახეობისათვის.
სასუქების გამოყენება ორგანულ მევენახეობაში.
ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებების ჩატარება ორგანულ მევენახეობაში.
რთველის წარმართვა და ორგანული ღვინის წარმოება.
ორგანული ღვინის ბაზარი და პოზიციონირების არხების გამოყენება.