ტექნოლოგიებიმოთხოვნადი
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
აპარატურული (Hardware) და პროგრამული (Software) უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემები (Windows/Linux), ქსელები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და IT მხარდაჭერა.
ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ
📍 პროგრამის განხორციელების ადგილები და ხელმძღვანელები:
📍 ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N61
👤 პროფესიული განათლების მასწავლებელი გოგა შალამბერიძე
🎯 პროგრამის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.
✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები
✓უზრუნველყოს კომპიუტერის აპარატურული მხარდაჭერა (Hardware);
✓უზრუნველყოს კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა (Software);
✓იმუშაოს მობილურ, Linux და Windows Server ოპერაციულ სისტემებთან;
✓გამართოს პერიფერიული მოწყობილობები;
✓დაამონტაჟოს და გამართოს მცირე ზომის კომპიუტერული ქსელი;
✓დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
✓უზრუნველყოს კომპიუტერულ სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება / აღმოფხვრა;
✓უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერა სამუშაო ადგილზე და დისტანციურ რეჟიმში.


