კოლეჯი იბერია
სოფლის მეურნეობა & სურსათიანონსი

სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა და ჰიგიენა — HACCP-ის საფუძვლები (ანონსი)

სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპები, HACCP სისტემა, GAP, GMP, GHP მოთხოვნები, საფრთხეების პრევენცია, ეტიკეტირება და ლაბორატორიული სინჯის აღება.

სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა და ჰიგიენა — HACCP-ის საფუძვლები (ანონსი) photo
📷 პრაქტიკული მეცადინეობის გარემო (1 / 1)🔍 დააჭირეთ გადიდებისთვის

ℹ️ ინფორმაცია პროგრამის შესახებ

პროგრამის დასახელება
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა და ჰიგიენა — HACCP-ის საფუძვლები (ანონსი)
სარეგისტრაციო ნომერი
04132-პ
განხორციელების ადგილი
სსიპ კოლეჯი "იბერია"
პროგრამის ხელმძღვანელი
კოლეჯის აკადემიური დეპარტამენტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
პროფესიული მომზადების კვალიფიკაცია / Professional Training Qualification

🎯 პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მსმენელს განუვითაროს სურსათის უვნებლობის სფეროში საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები: HACCP სისტემა, GAP, GMP, GHP მოთხოვნები, ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების პრევენცია, ეტიკეტირება, სახელმწიფო კონტროლი და ლაბორატორიული კვლევისთვის სინჯის აღება.

✨ მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

✓სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება.
✓სურსათის ძირითადი საფრთხეების იდენტიფიცირება და მათი გავლენის შეფასება კვების პროდუქტებზე.
✓საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) გამოყენება.
✓მალფუჭებადი პროდუქტების მომზადების ტექნოლოგიური თავისებურებები და კონტამინანტების მართვა.
✓სურსათის ეტიკეტირება სტანდარტების შესაბამისად.
✓ზედაპირებიდან და კვების პროდუქტებიდან ლაბორატორიული კვლევისთვის სინჯის სწორად აღება.