ინფორმაციის ტექნოლოგია

პროგრამის სახელწოდება: ინფორმაციის ტექნოლოგია

პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,

მის: ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის  ქ. N61

პროგრამის ხელმძღვანელი:  გოგა შალამბერიშე

სარეგისტრაციო ნომერი – 10112-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support;

 

პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოს  კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  • ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
  • დაამოტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
  • დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
  • დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
  • უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
  • განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
  • გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
  • გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა;
  • შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
  • მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.

დაშვების წინაპირობა:  საბაზო განათლება

მოტივაციური გასაუბრება

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 60  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 75 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 12 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 15  სასწავლო თვე

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი­პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.