პარტნიორები

ბოლო პერიოდში პარტნიორთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა: ესტონურ-ქართულ პროექტის – ,,მხარი დავუჭიროთ პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში’’– მიხედვით 2012 წლის მაისში ესტონეთში განხორციელებულ ვიზიტში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენლები. დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთის ქალაქ რაკვერეს პარტნიორ პროფესიულ-ტექნიკურ სკოლაში, რომლის მატერიალური ბაზა, სწავლებისა და შეფასების მეთოდები ძალიან მაღალი ხარისხისაა. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა კოლეჯის თანამშრომლობა ქალაქ რაკვერეს პროფესიულ-ტექნიკურ სკოლასთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ჩვენი სტუდენტების სასწავლო პრაქტიკას რაკვერეს პროფესიულ-ტექნიკურ სკოლაში 3-5 კვირის განმავლობაში, აგრეთვე ჩვენი კოლეჯის ტრანსპორტის დარგის მასწავლებლების სტაჟირებასა და გადამზადების კურსებს რაკვერეში.

ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობამ დაამყარა კავშირი პოლონეთის პროფესიული განვითარების ორგანიზაციასთან. ამ პროექტის ფარგლებში კოლეჯის ოცი სტუდენტი და ხუთი მასწავლებელი 2012 წლის მაისში იმყოფებოდა პოლონეთის მოწინავე კოლეჯებში, სადაც გაეცნენ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ავტომობილის ზეინკლის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, სასტუმრო საქმისმწარმოებლის, ინფორმაციული ტექნოლოგისა და კომპიუტერული გრაფიკოსის სპეციალობებზე. აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. 2014 წელს კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია პოლონეთიდან

2015 წელს კოლეჯის 15 პედაგოგი გაემგზავრა პოლონეთში და ესტუმტა პოზნანის ხუთ დამეგობრებულ პროფესიულ კოლეჯს. კოლეჯს აქტიური ურთიერთობა აქვს ესტონეთის ქალაქ რაკვერეს პროფესიულ კოლეჯთან. მიმდინარეობს ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილებების გაზიარება. პროექტს ხორციელდება ორგანიზაცია “ინოვის” მიერ.

2016 წლის გაზაფხულზე ესტონეთში გაემგზავრა ორი პედაგოგი სტაჟირებაზე.

2017 წლის 2 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით კოლეჯის 7 მასწავლებელი და 10 სტუდენტი, რომლებიც იქნენ შერჩეული კონკურსის წესით, გაემგზავრნენ პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

2018 წელს კოლეჯმა ჩაატარა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთის ქალაქ პოზნანის ხუთი პარტნიორი პროფესიული სკოლის დირექტორი და პოზნანის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ვისლავ ბანაში.

2018 წელს კოლეჯმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიიღო ესტონეთის ქალაქ რაკვერეს პარტნიორი პროფესიული სკოლის მზარეულის პროფესიის მასწავლებელი და სტუდენტი.