მისია

სსიპ კოლეჯი ,,იბერია“ არის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში იმერეთის რეგიონში მოქმედი, მრავლაპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს:

ქართულ და საერთაშორისო შრომით ბაზრებისთვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, გაცნობიერებული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე სამუშაო ძალის მომზადება, მათი ინდივიდუალური, პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

რისთვისაც კოლეჯი ახორცილებს თანამედროვე, შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამის, პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე სწავლებას კეთებით; ხელს უწყობს საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის განათლების მიღებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.  სოციალურ პასუხიმგებლობის ფარგლებში, საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართულობით, ხელს უწყობს იმერეთის რეგიონის პროფესიულ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

ხედვა

სსიპ კოლეჯი ,,იბერია“ არის იმერეთის რეგიონში მოქმედი, მრავლაპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც

  • ახორცილებს შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამის როგორც საბაზო, საშუალო და უმაღლესი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე პროფესიული მომზადების და გადამზადების მრავალფეროვან პროგრამებს, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო სექტორთან ურთიერთანამშრომლობის გზით;
  • პროაქტიულად და ეფექტიანად ანვითარებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და შეთავაზებული სერვისების ხარისხს;
  • ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გააჩნია და ანვითარებს თანამედროვე სასწავლო, სამუშაო და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად არის ადაპტირებულ შშმ პირების მოთხოვნებისადმი;
  • ფინანსურად მდგრადია;
  • იზიდავს, ანვითარებს და ინარჩუნებს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსს;
  • სტუდენტებს სთავაზობს მათ მოთხოვნებზე მორგებულ სერვისების, მათ შორის საერთო საცხოვრებელით მომსახურებას;
  • პროფესიული სწავლების მხრივ ჩართულია საერთაშორისო პროგრამებში.

ღირებულებები

  1. ფოკუსირება მომხმარებლებზე – კოლეჯი თავის საქმიანობაში ორიენტირებულია შრომის ბაზრის, დამსაქმებლისა და მომხმარებლის მოთხოვნებზე დაყრდნობით მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და სტუდენტური სერვისების მიწოდებაზე.
  2. ხარისხი და განვითარებისკენ სწრაფვა – კოლეჯი პროაქტიულად აფასებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს, როგორც სწავლა-სწავლებისა და პრაქტიკის წარმართვისას, აგრეთვე ადმინისტრაციული მართვის სფეროში, გამოავლენს რისკებს და ზრუნავს მათ აღმოფხვრაზე.
  3. თანაბარი შესაძლებლობები – კოლეჯი ყველა სტუდენტის, მსმენელის, თანამშრომლის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის განურჩევლად ეროვნების, მრწამსის, სქესის, სოციალური კუთვნილებისა და სხვა კონსტიტუციური უფლებებით ხელს უწყობს თვითრეალიზების თანაბარ შესაძლებლობებს.
  4. 4. ურთიერთპატივისცემა და გუნდური სულისკვეთება – კოლეჯი ისწრაფვის განავითაროს პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლების გრძელვადიანი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ჰარმონიული თანამშრომლობა.
  5. გამჭვირვალობა და საჯაროობა – კოლეჯი თავისი საქმიანობის ყველა ასპექტში (სწავლება, ორგანიზაციული და ფინანსურ მართვა, კომუნიკაცია დაინტერესებული პირებთან და ა.შ. ) უზრუნველყოფს პროცესების გამჭირვალეობასა და საჯაროობას.

სტრატეგიული განვითარების გეგმა