ქუთაისი

მეხილეობა-მეჩაიეობა

პროგრამის სახელწოდება: მეხილეობა-მეჩაიეობა

პროგრამის ხელმძღვანელი: მარიეტა თაბაგარი

სარეგისტრაციო ნომერი: 09114-პ

მისანჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სოფლის მეურნეობაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მეხილეობა-მაჩაიეობის  სფეროს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • მონაწილეობა მიიღოს საბაღე ფართობის ტერიტორიულ მოწყობაში;
  • შეაფასოს და დაამუშაოს ნიადაგი;
  • აწარმოოს ხეხილოვანი კულტურების სარგავი მასალა;
  • უზრუნველყოს ხეხილის სხვლა-ფორმირება;
  • უზრუნველყოს ხეხლის დაცვა;
  • აიღოს მოსავალი;
  • მართოს ფერმერული მეურნეობა;
  • დაგეგმოს და განახორციელოს პროდუქტის პირველადი მიღება-რეალიზება.
  • გააშენოს და მოუაროს ჩაის პლანტაციას;
  • აწარმოოს ჩაის ნერგის სარგავი მასალა;
  • უზრუნველყოს ჩაის ფოთლის პირველადი მიღება.

დაშვების წინაპირობა:  სრული ზოგადი განათლება;

გასაუბრება კოლეჯის საკონკურსო კომისიასთან.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი)
  3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი)
  4. 2 ცალი ფოტოსურათი 3/4

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 90  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 120 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 18  სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 24 სასწავლო თვე

პროგრამა ხორციელდება დუალური მიდგომით, კერძოდ, სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგებისთვის გამოყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის 50%-ზე მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში.

მეხილეობა-მეჩაიეობის პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.

მეხილეობა-მეჩაიეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულის დასაქმების პოზიცია არის:

  • ბაზარზე ორიენტირებული მებაღეები და სასოფლო-სამეურნეო კულტურის მწარმოებლები
  • ხეხილისა და კენკროვანი კულტურების მწარმოებელი
  • მებაღეები, სანერგეების სხვა მუშაკები
  • მემინდვრეები და მებოსტნეები
  • შერეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლები
  • თვითმოხმარებაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აცხადებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration