სასტუმროს მომსახურება

პროგრამის სახელწოდება: სასტუმრო მომსახურება (ინტეგრირებული, არაინტეგრირებული)

პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,

მის: ქ. ქუთაისი, ნიკეას  ქ. N15

პროგრამის ხელმძღვანელი: თეიმურაზ  გვიჩიანი

სარეგისტრაციო ნომერი – 10117-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სასტუმრო მომსახურებაში / Secondary Vocational Qualification in Hotel Service

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მოამზადოს სასტუმრო მომსახურების სპეციალისტები.

 

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  1. განახორციელოს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურა;
  2. უზრუნველყოს დასუფთავების მომსახურება;
  3. შეასრულოს სასტუმროს შიდა, მარტივი მარკეტინგული საქმიანობა;
  4. უზრუნველყოს სასტუმროს უსაფრთხოების წესების დანერგვა;
  5. სასტუმროში მართოს პრობლემური სიტუაციები;
  6. აკონტროლოს ცვლების მონაცვლეობა;
  7. უზრუნველყოს სასტუმროს ძირითადი და დამატებითი მომსახურებების მიწოდება.

დაშვების წინაპირობა: 

ინტეგრირებულ პროგრამაზე – საბაზო განათლება;
არაინტეგრირებულ პროგრამაზე – სრული ზოგადი განათლება.

მოტივაციური გასაუბრება.

 

მოცულობა:

  • პროგრამისათვის არაინტეგრირებული სასწავლო გეგმით – 110 კრედიტი;
  • პროგრამისათვის ინტეგრირებული სასწავლო გეგმით – 170 კრედიტი;

 

ხანგრძლივობა:

  1. სწავლის ხანგრძლივობა პროგრამისათვის ინტეგრირებული სასწავლო გეგმით – 3 წელი;
  2. სწავლის ხანგრძლივობა პროგრამისათვის არაინტეგრირებული სასწავლო გეგმით – 16 სასწავლო თვე (64 სასწავლო კვირა).

თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე პროფესიული ტესტირების გზით ჩაირიცხა პირი, მან სავალდებულოდ უნდა დაიწყოს სწავლა ,,ქართული ენა A2” და ,,ქართული ენა B1” მოდულებით (15 – 15 კრედიტის მოცულობით), რომელთა სწავლებაც ხორციელდება 40 სასწავლო კვირის (10 სასწავლო თვე) მანძილზე. შესაბამისად, ასეთი პირებისათვის, პროგრამის ნებისმიერი მიდგომით განხორციელების შემთხვევაში სწავლის ხანგრძლივობა იზრდება 10 სასწავლო თვით.

სასტუმრო მომსახურების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სასტუმროებსა და განთავსების მსგავს ორგანიზაციებში (რესტორნებით და რესტორნების გარეშე) შემდეგ პოზიციაზე: სასტუმროს მიმღების ოპერატორები, ოფისების, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების დასუფთავება-დალაგების მეთვალყურეები. კურსდამთავრებულს შეუძლია საკუთარი ბიზნესის წარმოება – თვითდასაქმება.

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.