ხის მხატვრული დამუშავება

პროგრამის სახელწოდება: ხის მხატვრული დამუშავება

პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,

მის: ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61

პროგრამის ხელმძღვანელი: იური მესხორაძე

სარეგისტრაციო ნომერი – 02123-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ხის მხატვრულ დამუშავებაში / Basic Vocational Qualification in  Wood Artistic Processing

პროგრამის მიზანი: საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება ხის მხატვრული დამუშავების სფეროსთვის, რომელმაც იცის ხის მხატვრული დამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ავეჯის კონსტრუირება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხის დაზიანებული  ავეჯის შეკეთება.

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  1. შექმნას კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ნაკეთობათა ესკიზი/ნახაზი
  2. დაამუშავოს მერქანი და მერქნული მასალა
  3. ააწყოს და მოაპირკეთოს ხის ნაკეთობები
  4. განახორციელოს მარტივი და რთული მხატვრული კვეთა ხეში
  5. განახორციელოს კომპიუტერული დანადგარების გამოყენებით ხის მხატვრული დამუშავება
  6. დაამზადოს ხის მხატვრული ნიმუში მოზაიკური ტექნოლოგიით
  7. შექმნას ხის წნული ნაკეთობები
  8. განახორციელოს ხის ნაკეთობების შეკეთება.

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

მოტივაციური გასაუბრება

 

მოცულობა:

ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 89  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 104  კრედიტი

ხანგრძლივობა:

ქართულენოვანი სტუდენტებისთვის:  15  სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 18 სასწავლო თვე

ხის მხატვრულ დამუშავებაში საბაზო პროფესიული  კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს ავეჯის კონსტრუქტორად, ეკლესიების, სკოლების, რესტორნების ავეჯის მწარმოებლად, სპეციალური ავეჯის (დახლების, ვიტრინების, თაროების და მისთ) მწარმოებლად, საოფისე ავეჯის მწარმოებლად, ხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების მწარმოებლად, ხის სტატუეტების და ორნამენტების, ხის ინკრუსტაციების, ხის ფერადი მოზაიკის მწარმოებლად, ხის ყუთების, საიუველირო ნაკეთობების, სასადილო საკუთნოების და მსგავსი ნაკეთობების მწარმოებლად.

პირს შეუძლია დასაქმდეს: ავეჯის დამამზადებელ საწარმოში, ხის დამამუშავებელ საწარმოში, ხის წნული ნივთების დამამზადებელ სახელოსნოში, შექმნას კერძო წარმოება და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი.

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.