ქუთაისი

კომპიუტერული ქსელი და სისტემები

პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერული ქსელი და სისტემები

პროგრამის ხელმძღვანელი: იაზონ დანელია

სარეგისტრაციო ნომერი: 06112-პ

მისანჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოს  კონკურენტუნარიანი  კადრის მომზადება.

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურების აღწერა;
  • Windows და Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
  • ცენტრალური დირექტორიების სერვისების (Directory Service) ბაზისური ადმინისტრირება;
  • ქსელური მისამართების მართვის სისტემის (DHCP) ბაზისური ადმინისტრირება;
  • დომეინური სახელების სერვერის (DNS) ბაზისური ადმინისტრირება;
  • ფაილური და ბეჭვდის სერვერის ბაზისური მართვა;
  • სერვერის  ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის ბაზისური გამართვა.
  • Linux-ის საინსტალაციო პაკეტების მართვა;
  • Linux-სა და UNIX-ს ოპერაციული სისტემების ბრძანებების გამოყენება;
  • Linux-ის ფაილური სისტემის მართვა;
  • კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგიის ბაზისური გამართვა;
  • სტატიკური მარშრუტის კონფიგურირება;
  • დინამიური მარშრუტიზაციის ბაზისური კონფიგურირება;
  • კომუტატორის ბაზისური კონფიგურირება;
  • ვირტუალური ლოკალური ქსელის ბაზისური კონფიგურირება.ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;

დაშვების წინაპირობა:  სრული ზოგადი განათლება

ჩასაბარებელი ტესტები:

  1. საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
  2. ტესტი უცხო ენაში (არჩევითი: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)

 

 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი)
  3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი)
  4. 2 ცალი ფოტოსურათი 3/4

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 90  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 120 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 19 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 25  სასწავლო თვე

კომპიუტერული ქსელისა და სისტემების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციის ტექნოლოგიები, მცირე და საშუალო ზომის საოფისე ქსელებში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსად, რომლის მოვალეობებშიც შედის კომპიუტერული სისტემების აპარატურულ-პროგრამული და ქსელური სერვისების გამართვა-ადმინისტრირება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აცხადებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration