ქუთაისი
ინფორმაციის ტექნოლოგია
პროგრამის სახელწოდება: ინფორმაციის ტექნოლოგია
პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,
მის: ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61
პროგრამის ხელმძღვანელი: გოგა შალამბერიშე
სარეგისტრაციო ნომერი – 10112-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support;
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
- დაამოტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
- დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
- დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
- უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
- განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
- გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
- გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა;
- შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
- მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
მოტივაციური გასაუბრება
სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 60 კრედიტი
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 75 კრედიტი.
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 12 სასწავლო თვე
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 15 სასწავლო თვე
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
- პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
- სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
- აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
- რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
- რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.