ქუთაისი
კომპიუტერული ქსელი და სისტემები
პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერული ქსელი და სისტემები
პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,
მის: ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61
პროგრამის ხელმძღვანელი: იაზონ დანელია
სარეგისტრაციო ნომერი – 06112-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში / Secondary Vocational Qualification in Computer Network and Systems;
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე ზომის ქსელების ორგანიზებისა და გამართვის, ბაზისური სერვერული სერვისების ადმინისტრირების უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურების აღწერა;
- Windows და Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
- ცენტრალური დირექტორიების სერვისების (Directory Service) ბაზისური ადმინისტრირება;
- ქსელური მისამართების მართვის სისტემის (DHCP) ბაზისური ადმინისტრირება;
- დომეინური სახელების სერვერის (DNS) ბაზისური ადმინისტრირება;
- ფაილური და ბეჭვდის სერვერის ბაზისური მართვა;
- სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის ბაზისური გამართვა.
- Linux-ის საინსტალაციო პაკეტების მართვა;
- Linux-სა და UNIX-ს ოპერაციული სისტემების ბრძანებების გამოყენება;
- Linux-ის ფაილური სისტემის მართვა;
- კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგიის ბაზისური გამართვა;
- სტატიკური მარშრუტის კონფიგურირება;
- დინამიური მარშრუტიზაციის ბაზისური კონფიგურირება;
- კომუტატორის ბაზისური კონფიგურირება;
- ვირტუალური ლოკალური ქსელის ბაზისური კონფიგურირება.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
მოტივაციური გასაუბრება
მოცულობა:
ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 90 კრედიტი
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 120 კრედიტი
ხანგრძლივობა:
ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 18 სასწავლო თვე
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 25 სასწავლო თვე
,,კომპიუტერული ქსელისა და სისტემების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციის ტექნოლოგიები, მცირე და საშუალო ზომის საოფისე ქსელებში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსად, რომლის მოვალეობებშიც შედის კომპიუტერული სისტემების აპარატურულ-პროგრამული და ქსელური სერვისების გამართვა-ადმინისტრირება.
ეკონომიკური სახეების ეროვნულ კლასიფიკატორებთან შესაბამისად კურსდმთავრებული შესაძლებელია დასაქმდეს:
სექცია J – ინფორმაცია და კომუნიკაცია
62.02.0 საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში;
62.03.0 კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები;
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO): 3513 Computer Network and Systems Technicians
- პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
- სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
- აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
- რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
- რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.