ქუთაისი

ელექტროობა

პროგრამის სახელწოდება: ელექტროობა

პროგრამის ხელმძღვანელი: ზაზა პაპიძე

სარეგისტრაციო ნომერი: 07313-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო  პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს  კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში.

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება
  • გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები
  • დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში
  • მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია  საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით
  • გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები
  • წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის  კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით შექმნას და წარადგინოს  პროექტი.

დაშვების წინაპირობა:  საბაზო განათლება

ჩასაბარებელი ტესტები:

  1. მექანიკური სივრცითი უნარების ტესტი
  2. ტესტი მათემატიკაში

 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი)
  3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი)
  4. 2 ცალი ფოტოსურათი 3/4

მოცულობა და ხანგრძლივობა:

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 52  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 67 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 11 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 14  სასწავლო თვე

ელექტროობის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად: ელექტრიკოსად; ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟედ; შენობის ელექტრიკოსად; მომმარაგებელ-ელექტრიკოსად; ელექტრო-მექანიკოსად; ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟედ; განათების სისტემების მემონტაჟედ; ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟედ; დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟედ; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ; ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟედ; და მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟედ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აცხადებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration