ქუთაისი
სამკერვალო წარმოება
პროგრამის სახელწოდება: სამკერვალო წარმოება
პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,
მის: ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61
პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ ძნელაძე
სარეგისტრაციო ნომერი – 07120-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამკერვალო წარმოებაში / Basic Vocational Qualification in Sewing Industry
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, სამკერვალო წარმოებისათვის უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა, რომელიც შეძლებს ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლის და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას; ასევე, ქართული ეროვნული სამოსის მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.
სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება
- შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმლის კომპოზიცია
- შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები, დაამზადოს ჩანახაზი და გამოჭრას ქსოვილი
- გამოიყენოს ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები
- დაამუშაოს ტექნოლოგიურად ტანსაცმლის დეტალები და ძირითადი კვანძები
- გაიანგარიშოს საწყისი მონაცემები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის
- განახორციელოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარება და მოდელირება
- გააფორმოს დეკორატიულად ქართული ეროვნული სამოსი
- შეასრულოს მასალაში ქართული ეროვნული სამოსი
- შეასრულოს მასალაში ქალის ტანსაცმელი
- შეასრულოს მასალაში მამაკაცის ტანსაცმელი
- შეასრულოს მასალაში ბავშვის ტანსაცმელი
- შეასრულოს მასალაში სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმი
- გადააკეთოს ტანსაცმელი
- აღადგინოს ტანსაცმლის დაზიანებული უბნები.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
შემოქმედებითი ტური
მოცულობა:
ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 99 კრედიტი
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 114 კრედიტი
ხანგრძლივობა:
ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 20 სასწავლო თვე
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 23 სასწავლო თვე
საბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე.
- პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
- სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
- აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
- რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
- რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.