ქუთაისი
ბუღალტრული აღრიცხვა
პროგრამის სახელწოდება: ბუღალტრული აღრიცხვა
პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“, ბაღდათის ფილიალი,
მის: ქ. ბაღდათი, შოთა რუსთაველის ქ. N112
პროგრამის ხელმძღვანელი: ლაზარე კვირიკაშვილი
სარეგისტრაციო ნომერი – 04114-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსური ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.
სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა;
- შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები);
- აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;
- შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები;
- მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება;
- აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით;
- აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე;
- აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა;
- შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჩასაბარებელი ტესტები:
- საკანცელარიო უნარების ტესტი
- ტესტი მათემატიკაში
სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 99 კრედიტი
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 129 კრედიტი.
სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 20 სასწავლო თვე
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 26 სასწავლო თვე
,,ბუღალტრულ აღრიცხვაში“ მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.
- პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
- სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
- აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
- რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
- რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.