ქუთაისი
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება
სასერთიფიკატო კურსის სახელწოდება: ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება
განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“
მისამართი: ქ. ქუთაისი ნიკეს ქ. N15
ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო დონე: მე-3
პროგრამის მიზანი:
პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული კადრის მომზადება, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადებს კონკურენტუნარიან სასტუმროს, სარესტორნო მომსახურების, საკვები პროდუქტების კულინარიის სპეციალისტებს.
სწავლის შედეგები:
- სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა.(პირადი ჰიგიენა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოს დაცვა)
- საქონლის, ხბოს ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადება
- ღორის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების მომზადება
- ცხვრის, ბატკნისა და ციკნის ხორცისაგან კერძების მომზადება
- ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების, მომზადება
- ბოსტნეულისა და ბაღჩეულისაგან წვნიანი კერძების მომზადება
- შეჭამანდების მომზადება
საბაზო განათლება
სწავლის ხანგრძლივობა: 260საათი; 13 კვირა.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა უნარები.
პროფ. მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრ-ის დასაქმებას:
-
- სასტუმრო
- რესტორანი
- კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტები
- თვითდასაქმება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე – https://vet.emis.ge/#/registration