ქუთაისი
ქალის მსუბუქი ტანსაცმლის მასალაში შესრულება
სასერთიფიკატო კურსის სახელწოდება: ქალის მსუბუქი ტანსაცმლის მასალაში შესრულება
განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“
მისამართი: ქ. ქუთაისი ანჯაფარიძის N61
ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო დონე: მე-3
პროგრამის მიზანი:
პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია, მოამზადოს სამკერვალო წარმოების სფეროში სპეციალისტი ,რომელიც შეძლებს ქალის ქვედა კაბის და ქალის კაბის კონსტრუირებას,მოდელირებას და მასალაში შესრულებას უსაფრთხოებისა და სანიტარულ -ჰიგიენური ნორმების წესების დაცვით.
სწავლის შედეგები:
- ტანსაცმლის დეტალების შეერთებისა და საწყისი დამუშავების მეთოდების აღწერა
- ხელის გვირისტების, მანქანური ნაკერების და ტანსაცმლის დეტალების საწყისი დამუშავება
- ტანსაცმლის ძირითადი კვანძების დამუშავების მეთოდების აღწერა
- ტანსაცმლის ძირითადიკვანძების ტექნოლოგიური დამუშავება
- ქალის ქვედა კაბის კონსტრუირება და მოდელირება
- ქალის კაბის კონსტრუირება და მოდელირება
- ქალის ქვედა კაბის მასალაში შესრულება
- ქალის მსუბუქი კაბის მასალაში შესრულება
საბაზო განათლება
სწავლის ხანგრძლივობა: 250საათი; 14 კვირა.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა უნარები.
პროფ. მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრ-ის დასაქმებას:
-
- სამკერვალო კომპანიები
- ინდივიდუალური საწარმოები
- თვითდასაქმება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე – https://vet.emis.ge/#/registration