ქუთაისი
სერვისი და სერვირება
სასერთიფიკატო კურსის სახელწოდება: სერვისი და სერვირება
განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“
მისამართი: ქ. ქუთაისი ნიკეას ქ. N15
ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო დონე: მე-3
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს სარესტორნო მომსახურების კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს კვების ობიექტის მომსახურებას უახლესი სტანდატრტების შესაბამისად.
სწავლის შედეგები:
- ღონისძიებების სათანადო აღჭურვილობითა და ინვენტარით მომსახურება, სამუშაო პროცესის კონრტოლი;
- სტანდარტების შესაბამისად სერვირება/სერვისის ტიპების აღწერა; საუზმის, ლანჩის, ვახშმის, საღამოს, ა ლა კარტის სერვირების წესების შესაბამისად განხორციელება;
- სტუმრის მომსახურებისათვის ძირითადი ფორმების აღწერა; ფრანგული, ინგლისური, რუსული სერვირებისა და მომსახურების მეთოდების დადგენილი სტანდარტის შესაბამისად გამოყენება;
- მენიუს სახეობების გარჩევა და მენიუს შედგენა;
- სტუმრის მიღება-განთავსება; სტუმრის მიღება წესების დაცვით სტუმრის შეხვედრა, მაგიდასთან განთავსება, მიმტანის მიერ სტუმრის მომსახურების ხარისხის მონიტორინგის გაწევა;
- შეკვეთის მიღება; სტანდარტის შესაბამისად მომზადების დროის, მირთმევის ფორმასა და ტემპერატურის მაჩვენებლის განსაზღვრა;
- შეკვეთის შესრულება; სტანდარტის შესაბამისად, თანმიმდევრობის დაცვით, შეკვეთის (წინასწარი შეკვეთის) მიღება;
- ნომერში მომსახურება; შეკვეთის მიღება და ნომერში შესვლის სტანდარტების დაცვით მომსახურება;
- ქვითრის წარდგენა და ანგარიშსწორება;
- სპეცმომსახურება: შშმ პირთა, ბავშვებისა და მოხუცებულების ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით მომსახურება.
პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში შეიძინოს კონკრეტული ცოდნა/უნარები სარესტორნო მომსახურების სფეროში და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.
სწავლის ხანგრძლივობა: 208 საათი; 13 კვირა.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა უნარები.
პროფ. მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრ-ის დასაქმებას:
- სასტუმროები
- რესტორნები
- კაფე-ბარები
- სასურსათო კვების ობიექტები
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე – https://vet.emis.ge/#/registration