სამკერვალო წარმოება

პროგრამის სახელწოდება: სამკერვალო წარმოება

პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,  ბაღდათის ფილიალი,

მის: ქ. ბაღდათი,  შოთა რუსთაველის  ქ. N112

პროგრამის ხელმძღვანელი: დარეჯან ცაგარეიშვილი

სარეგისტრაციო ნომერი – 07120-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამკერვალო წარმოებაში / Basic Vocational Qualification in Sewing Industry

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, სამკერვალო წარმოებისათვის უზრუნველყოს  მაღალკვალიფიციური სპეციალისტის  აღზრდა, რომელიც შეძლებს ქალის, მამაკაცის,   ბავშვის ტანსაცმლის და  სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას; ასევე,  ქართული ეროვნული სამოსის   მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის  შეკეთებას, გადაკეთებას და  აღდგენას,  საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  1. უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება
  2. შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმლის კომპოზიცია
  3. შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები, დაამზადოს ჩანახაზი  და გამოჭრას ქსოვილი
  4. გამოიყენოს ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო  სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები  და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები
  5. დაამუშაოს ტექნოლოგიურად ტანსაცმლის დეტალები და ძირითადი კვანძები
  6. გაიანგარიშოს საწყისი მონაცემები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის
  7. განახორციელოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარება და მოდელირება
  8. გააფორმოს დეკორატიულად ქართული ეროვნული სამოსი
  9. შეასრულოს მასალაში ქართული ეროვნული სამოსი
  10. შეასრულოს მასალაში ქალის ტანსაცმელი
  11. შეასრულოს მასალაში მამაკაცის ტანსაცმელი
  12. შეასრულოს მასალაში ბავშვის ტანსაცმელი
  13. შეასრულოს მასალაში სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმი
  14. გადააკეთოს ტანსაცმელი
  15. აღადგინოს ტანსაცმლის დაზიანებული უბნები.

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

შემოქმედებითი ტური

 

მოცულობა:

ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 99  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 114  კრედიტი

ხანგრძლივობა:

ქართულენოვანი სტუდენტებისთვის:  20  სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 23 სასწავლო თვე

საბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე.

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.