მეღვინე-დეგუსტატორი

სასერთიფიკატო კურსის სახელწოდება: მეღვინე-დეგუსტატორი

განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“

მისამართი: ქ. ბაღდათი რუსთაველის ქ. N112

ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო დონე: მე-5

პროგრამის მიზანი:

მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინე-დეგუსტატორის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. კურსდამთავრებული შეძლებს მარანში/მეღვინეობის ქარხანაში მუშაობას – მიზნობრივი ღვინისათვის გათვალისწინებული ყურძნის რთველის ვადების დადგენას, ყურძნის მოსავლის აღებასა და მის პირველად გადამუშავებას, საღვინე ტკბილიდან და დურდოდან ღვინომასალების მიღებას, ღვინის მოვლის, დამუშავების, ფილტრაციისა და ჩამოსხმის  ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობას –  შესაბამისი ტექნოლოგიური რუქებისა და  ინსტრუქციების მიხედვით, მზა პროდუქციის დეგუსტაციასა და სენსორული თაიგულის შეფასებას. 14 კვირიანი პროგრამის დასრულების შემდეგ მეღვინე-დეგუსტატორი  აღჭურვილი იქნება პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული ცოდნითა და უნარებით, გაეცნობა მეღვინეობის  სფეროს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ღირებულებებსა და ეთიკურ ნორმებს.

სწავლის შედეგები:

  1. ყურძნის მისაღებად საწარმოსა და ინვეტარის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა
  2. ყურძნის გადასამუშავებელი დანადგარების გამოყენებით ყურძნის დაწურვა
  3. სპირტული დუღილის პროცესის მართვა
  4. საღვინე ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვადეზინფექცია
  5. ღვინის მოვლაში მონაწილეობის მიღება
  6. ღვინის ლექიდან გადაღება
  7. ღვინომასალის გადატანა ერთი ჭურჭლიდან მეორეში
  8. ღვინის დამუშავების ტექნოლოგიური საფუძვლების განსაზღვრა
  9. ღვინის დაავადებების პრევენციული ღონისძიებების დასახვა
  10. ღვინის დამუშავება ტექნოლოგიური სქემის მიხედვით
  11. ღვინის ჩამოსხმა და დასაწყობება
  12. ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასება
  13. ღვინის სერვირება – პრეზენტაცია

სრული ზოგადი განათლება

სწავლის ხანგრძლივობა: 280 სთ,   14 კვირა.

პროფესიული მომზადების  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ  კურსდამთავრებული მიიღებს  კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს დანართით, რომელშიც  ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა უნარები.

პროფ. მომზ. პროგრ. სწავლა შეუძლია  ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში შეიძინოს კონკრეტული ცოდნა/უნარები მეღვინე დეგუსტატორის  პროფ. სფეროში და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.

  • მცირე საოჯახო მარნები
  • დიდი ღვინის საწარმოები
  • ვინი ჰოსტელები და ვინი ჰოტელები

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration