მარნის მასპინძელი

სასერთიფიკატო კურსის სახელწოდება:  მარნის მასპინძელი

განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“

მისამართი: ქ. ბაღდათი რუსთაველის ქ. N112

ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო დონე: მე-4

 

პროგრამის მიზანი:

კურსდამთავრებულმა იცოდეს რეგიონის ძირითადი გეოგრაფიული და ისტორიული, ადმინისტრაციული, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხები. ძირითად ინფორმაცია მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ; ვაზის უმთავრეს საერთაშორისო და ქართულ ჯიშები და ადგილწარმოშობის დასახელებები სტილისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების მიხედვით. ასევე შეძლოს მარანსა და საწარმოს ტერიტორიაზე ტურის მომზადება და სტუმრების მასპინძლობა. გიდის  ეთიკის ნორმების გამოყენება; ღვინის დეგუსტაციის ჩატარება, ღვინის სერვირება, ღვინის კერძთან შეხამება და ღვინის წარდგენა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

 

სწავლის შედეგები:

 

  1. რეგიონის ძირითადი გეოგრაფიული, ისტორიული, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სოციალური საკითხები.
  2. ძირითადი ინფორმაცია მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ;
  3. ვაზის უმთავრესი საერთაშორისო და ქართულ ჯიშები და ადგილწარმოშობის დასახელებები სტილისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების მიხედვით.
  4. გიდის საქმიანობისთვის საჭირო ყველა ძირითადი მახასიათებელი, ტურის მომზადება, ტურის გაძღოლა, მარანში მასპინძლობის საფუძვლები.
  5. გიდის ეთიკის ნორმების გამოყენება.
  6. ღვინის დეგუსტაციის ჩატარება, ღვინის სერვირება და ღვინის წარდგენა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

სრული ზოგადი განათლება

ენის ცოდნა: ინგლისური ან რუსული  (B1)

სწავლის ხანგრძლივობა: 240 სთ.   16 კვირა.

პროფესიული მომზადების  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ  კურსდამთავრებული მიიღებს  კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს დანართით, რომელშიც  ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა უნარები.

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა და უნარები, გაიაროს საწარმოო პრაქტიკა და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით ღვინის საწარმოებსა და მცირე მარნებში.

სწავლება განხორციელდება კვალიფიციურ პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით პრაქტიკოსი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით.

პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის კვირეული დატვირთვა არის 12 საათი.  საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის განხორციელების დროს  კვირეული დატვირთვა არის 24 საათი.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration