კულინარიის ხელოვნება

პროგრამის სახელწოდება: კულინარიის ხელოვნება

პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,

მის: ქ. ქუთაისი, ნიკეას  ქ. N15

პროგრამის ხელმძღვანელი: მარინე იობაშვილი

სარეგისტრაციო ნომერი – 10117-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კულინარიის ხელოვნებაში / Basic Vocational Qualification in Cooking

 

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს საკვები პროდუქტების კულინარიის ხელოვნების სპეციალისტი

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  1. განახორციელოს  საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის პირველადი და მექანიკური დამუშავება;
  2. განახორციელოს ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება;
  3. მოამზადოს მარტივი კერძები;
  4. მოამზადოს ქართული სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძები და გარნირები;
  5. მოამზადოს საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძები და გარნირები;
  6. განსაზღვროს კერძის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა;
  7. განახორციელოს პროდუქტისა და დამხმარე მასალების შეკვეთა და მიღება-განთავსება;
  8. აღრიცხოს ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი.

დაშვების წინაპირობა:  საბაზო განათლება

მოტივაციური გასაუბრება

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 80 კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 95 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 17 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 20  სასწავლო თვე

საკვები პროდუქტების მომზადება/კულინარიის ხელოვნების   პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის სასტუმროში, რესტორანსა და სხვა კვებისა და შინა მეურნეობებში, ობიექტებში, სადაც გეგმავენ, ორგანიზებას უკეთებენ და ამზადებენ საკვებს შემდეგ პოზიციებზე: სასურსათო კვების მომსახურების პუნქტების მომსახურე პერსონალი (5246 – ISCO), მზარეულები (5129 – ISCO),  სამზარეულოში დამხმარეები (9412 – ISCO).

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.