ქუთაისი
თმის მომსახურება
პროგრამის სახელწოდება: თმის მომსახურება
პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“, ბაღდათის ფილიალი
მის: ქ. ბაღდათი, შოთა რუსთაველის ქ. N112
პროგრამის ხელმძღვანელი: ირმა გაბუნია
სარეგისტრაციო ნომერი – 10119-პ
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია თმისა და სილამაზის მომსახურებაში / Basic Vocational Qualification in Hair and Beauty Services
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, თმისა და სილამაზის სფერო უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრით, კერძოდ, თმის მომსახურებით.
სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- შეჭრას თმა
- სუბსტრაქტული სქემით აფორმიროს ძირითადი ფერები
- მოახდინოს პალიტრის კლასიფიცირება
- შეღებოს და გააღიაოს თმა
- შეასრულოს თმის ქიმიური დახვევა და გასწორება
- შეასრულოს სხვადასხვა სახის ვარცხნილობები
- შეასრულოს წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება
- შეასრულოს თმის სპა პროცედურები
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
შემოქმედებითი ტური
მოცულობა:
ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 57 კრედიტი
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 72 კრედიტი
ხანგრძლივობა:
ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 11 სასწავლო თვე
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 14 სასწავლო თვე
თმისა და სილამაზის მომსახურებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია შესაბამისი კონცენტრაციის საფუძველზე დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: თმის ოსტატი, პარიკმახერი, თმის სტილისტი; პირი ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.
- პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
- სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
- აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
- რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
- რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.