თმის მომსახურება

პროგრამის სახელწოდება: თმის მომსახურება

პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,

მის: ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61

პროგრამის ხელმძღვანელი: ზეინაბ ჟვანია

სარეგისტრაციო ნომერი – 10119-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია თმისა და სილამაზის მომსახურებაში / Basic Vocational Qualification in Hair and Beauty Services

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, თმისა და სილამაზის სფერო უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრით, კერძოდ, თმის მომსახურებით.

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  1. შეჭრას თმა
  2. სუბსტრაქტული სქემით აფორმიროს ძირითადი ფერები
  3. მოახდინოს პალიტრის კლასიფიცირება
  4. შეღებოს და გააღიაოს თმა
  5. შეასრულოს თმის ქიმიური დახვევა და გასწორება
  6. შეასრულოს სხვადასხვა სახის ვარცხნილობები
  7. შეასრულოს წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება
  8. შეასრულოს თმის სპა პროცედურები

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

შემოქმედებითი ტური

 

მოცულობა:

ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 57 კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 72  კრედიტი

ხანგრძლივობა:

ქართულენოვანი სტუდენტებისთვის:  11 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის: 14 სასწავლო თვე

თმისა და სილამაზის მომსახურებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე  პირს შეუძლია  შესაბამისი კონცენტრაციის საფუძველზე დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე:  თმის ოსტატი, პარიკმახერი, თმის სტილისტი;  პირი ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.