ქუთაისი
გრაფიკული საქმე
სასერთიფიკატო კურსის სახელწოდება: გრაფიკული საქმე
განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“
მისამართი: ქ. ქუთაისი ანჯაფარიძის N61
ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო დონე: მე-4
პროგრამის მიზანი:
პროფესიული მომზადების პროგრამის ,,გრაფიკული საქმე“ მიზანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რაც სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროს განვითარების სახელმწიფო სტრატეგიასთან და ქვეყანაში არსებულ საჭიროებებთან.
პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების გზით ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტების მომზადება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, საქართველოს დინამიური შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, მათი უნიკალური ინდივიდუალური თავისებურებების წახალისებასა და განვითარებას, ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გავრცელებას.
პროფესიული მომზადების პროგრამის ,,გრაფიკული საქმე“ მიზანია, მსმენელი მოკლე დროში აღიჭურვოს იმ ცოდნით და პროფესიული უნარ-ჩვევებით, რომელიც მას რეალურად გამოადგება დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის.
- სწავლის შედეგები:
- რასტრული გამოსახულების შექმნა და რედაქტირება
- ტექსტთან მუშაობა. ვექტორული ობიექტების შექმნა/დამუშავება
- რასტრული გამოსახულების (სურათის) რეტუში, გამოსახულების დამუშავება ფილტრების და ნიღბების გამოყენებით
- GIF ანიმაციის შექმნა
- ვექტორული გამოსახულების შექმნა/რედაქტირება
- ტექსტის და ცხრილის შექმნა/რედაქტირება. გამოსახულების დამუშავება ეფექტებით
- რასტრული გამოსახულების ტრასირება. დოკუმენტის მომზადება ბეჭდვისა და ლაზერული ჭრისთვის
- მარტივი 3D ობიექტების შექმნა და მოდელირება, არსებული ობიექტების შემოტანა და რედაქტირება.
- სამუშაო გარემოს ორგანიზება. ლაზერულ მჭრელებთან მუშაობა (laser cutter)
- სამგანზომილებიან პრინტერებთან მუშაობა. შექმნილი პროდუქტის საბოლოო სახის მიცემა
სრული ზოგადი განათლება
სწავლის ხანგრძლივობა: 270საათი; 13 კვირა.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა უნარები.
პროფ. მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრ-ის დასაქმებას:
- გრაფიკულ დიზაინზე;
- სარეკლამო ფირმებისთვის;
- სხვადასხვა კლიენტებისთვის პროექტების მომზადებაზე;
- ორგანიზაციაში საკომუნიკაციო განყოფილებაში;
- სამთავრობო უწყებებში;
- კოლეჯებში;
- არაკომერციულ ჯგუფებში ან სხვა ორგანიზაციებში;
- საგამომცემლო სახლებში (კონკრეტული გაზეთების, ჟურნალების, წიგნების, საიტების დიზაინზე);
- ასევე სამკერვალო კომპანიებში (ტანსაცმლის ბრენდირებაზე, ლოგოზე, ილუსტრაციებზე);
- ბრეინშტორმინგსა და კონცეფციის შემუშავებაზე, იდეის ვიზუალურ რეპრეზენტაციაზე (ფოტოშოპის, ილუსტრატორის ან სხვა პროგრამების საშუალებით).
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე – https://vet.emis.ge/#/registration