ბუღალტრული აღრიცხვა

პროგრამის სახელწოდება: ბუღალტრული აღრიცხვა

პროგრამის განხორციელების ადგილი: სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,  ბაღდათის ფილიალი,

მის: ქ. ბაღდათი, შოთა რუსთაველის  ქ. N112

პროგრამის ხელმძღვანელი:  ლაზარე კვირიკაშვილი

სარეგისტრაციო ნომერი – 04114-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting

 

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსური ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის შედგენას  გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  • შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა;
  • შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები);
  • აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;
  • შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები;
  • მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება;
  • აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით;
  • აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე;
  • აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა;
  • შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.

დაშვების წინაპირობა:  სრული ზოგადი განათლება

ჩასაბარებელი ტესტები:

  1. საკანცელარიო უნარების ტესტი
  2. ტესტი მათემატიკაში

 

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 99  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 129 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 20 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 26  სასწავლო თვე

,,ბუღალტრულ აღრიცხვაში“ მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.