ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება

პროფესიული მომზადების პროგრამის სახელწოდება:    ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება

პროგრამის მიზანი:

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული კადრის მომზადება, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადებს კონკურენტუნარიან სასტუმროს, სარესტორნო მომსახურების, საკვები პროდუქტების კულინარიის სპეციალისტებს.

სწავლის შედეგები:

  1. სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა.(პირადი ჰიგიენა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოს დაცვა)
  2. საქონლის, ხბოს ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადება
  3. ღორის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან  კერძების მომზადება
  4. ცხვრის, ბატკნისა და ციკნის ხორცისაგან კერძების მომზადება
  5. ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან  კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების,  მომზადება
  6. ბოსტნეულისა და ბაღჩეულისაგან წვნიანი კერძების მომზადება
  7. შეჭამანდების მომზადება

სრული ზოგადი განათლება

სწავლის ხანგრძლივობა:  260საათი; 13 კვირა.

  • სასტუმრო
  • რესტორანი
  • კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტები
  • თვითდასაქმება

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration