ქალის მსუბუქი ტანსაცმლის მასალაში შესრულება

პროფესიული მომზადების პროგრამის სახელწოდება: ქალის მსუბუქი ტანსაცმლის მასალაში შესრულება

პროგრამის მიზანი:

პროფესიული მომზადების  პროგრამის მიზანია, მოამზადოს სამკერვალო წარმოების სფეროში სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ქალის ქვედა კაბის და ქალის კაბის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას უსაფრთხოებისა და სანიტარულ -ჰიგიენური ნორმების წესების დაცვით.

სწავლის შედეგები:

  1. ტანსაცმლის დეტალების შეერთებისა  და   საწყისი დამუშავების მეთოდების  აღწერა
  2. ხელის გვირისტების, მანქანური ნაკერების და ტანსაცმლის დეტალების საწყისი დამუშავება
  3. ტანსაცმლის ძირითადი კვანძების დამუშავების მეთოდების აღწერა
  4. ტანსაცმლის ძირითადიკვანძების ტექნოლოგიური დამუშავება
  5. ქალის ქვედა კაბის კონსტრუირება და მოდელირება
  6. ქალის კაბის კონსტრუირება და მოდელირება
  7. ქალის ქვედა კაბის მასალაში შესრულება
  8. ქალის მსუბუქი კაბის მასალაში შესრულება

საბაზო განათლება

სწავლის ხანგრძლივობა:  250საათი; 14 კვირა.

  • სამკერვალო კომპანიები
  • ინდივიდუალური საწარმოები
  • თვითდასაქმება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration