ქუთაისი

კულინარიის ხელოვნება

პროგრამის სახელწოდება: კულინარიის ხელოვნება

პროგრამის ხელმძღვანელი: მარინე იობაშვილი

სარეგისტრაციო ნომერი: 10117-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კულინარიის ხელოვნებაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადოს საკვები პროდუქტების კულინარიის სპეციალისტები.

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • განახორციელოს საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის პირველადი და მექანიკური დამუშავება
  • განახორციელოს ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება
  • მოამზადოს მარტივი კერძები
  • მოამზადოს ქართული სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძები და გარნირები
  • მოამზადოს საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძები და გარნირები
  • განსაზღვროს კერძის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა
  • განახორციელოს პროდუქტისა და დამხმარე მასალების შეკვეთა და მიღება-განთავსება
  • აღრიცხოს ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი.

დაშვების წინაპირობა:  საბაზო განათლება

ჩასაბარებელი ტესტები:

  1. საბაზო აკადემიური უნარების ტესტი
  2. ტესტი ბუნებისმეტყველებაში (ქიმია, ბიოლოგია)

 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი)
  3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი)
  4. 2 ცალი ფოტოსურათი 3/4

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 80 კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 95 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 17 სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 20  სასწავლო თვე

კულინარიის ხელოვნების საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს  ნებისმიერი ტიპის სასტუმროში, რესტორანსა და სხვა კვებისა და შინა მეურნეობებში, ობიექტებში, სადაც გეგმავენ, ორგანიზებას უკეთებენ და ამზადებენ საკვებს შემდეგ პოზიციებზე: სასურსათო კვების მომსახურების პუნქტების მომსახურე პერსონალი, მზარეულები, სამზარეულოში დამხმარეები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აცხადებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration