თმის შეჭრა შეღებვა

პროფესიული მომზადების პროგრამის სახელწოდება:       თმის შეჭრა შეღებვა

პროგრამის მიზანი:

პროფესიული მომზადების  პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს მოკლე ვადიან პერიოდში ისეთი პროფესიული კადრის მომზადება, რომლებიც  ადგილობრივი შრომის ბაზრისთვის მოამზადებს კონკურენტუნარიან თმისა და სილამაზის სფეროს   ხარისხიან სპეციალისტებს, რომელთაც  შეეძლებათ მაღალი სტანდარტების დაცვით  მომხმარებელთა მომსახურება.

სწავლის შედეგები:

  1. თავის დაბანა
  2. თმის შეჭრა
  3. შეჭრილი თმისათვის საბოლოო ფორმის მიცემა
  4. წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება
  5. ძირითადი ფერების ფორმირება სუბსტრაქტული სქემით
  6. ფერების შერჩევა ოთხი სეზონის შესაბამისად
  7. პალიტრის წაკითხვა და საღებავების კლასიფიცირება
  8. შესაღებად საჭირო პროდუქციის შერჩევა
  9. შეღებვა სხვადასხვა საშუალების და ხერხების გამოყენებით
  10. ფერის შეცვლა გაღიავების გარეშე
  11. თმის გაღიავება
  12. თმის ნაწილობრივი შეღებვა (მელირება)
  13. მომხმარებელთან ერთად თმის სპა პროცედურის შერჩევა
  14. თმის სპა პროცედურის ჩატარება

სრული ზოგადი განათლება

სწავლის ხანგრძლივობა:  260საათი; 13 კვირა.

  • თმის სილამაზის სალონი
  • თვითდასაქმება

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. რეგისტრაციის დროს მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე –  https://vet.emis.ge/#/registration