2020 წლის 19 ოქტომბრიდან კოლეჯში ,,იბერია“ ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის პრაქტიკული ნაწილის განხორციელებას შეუდგა ღია კონკურსის გზით შერჩეული 5 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი. ახალგაზრდული მუშაკები 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით ხელს შუწყობენ პროფესიულ კოლეჯში ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებასა და გაძლიერებას.

26-29 ოქტომბერს პროფესიულ კოლეჯში ,,იბერია“ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრების მიზანი იყო დაინტერესებული სტუდენტებისათვის პროექტის ,,ახალგაზრდული კლუბი“ დეტალური გაცნობა. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს კოლეჯის სტუდენტები. ახალგაზრდულმა მუშაკებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. შეხვედრები წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა შეავსეს სააპლიკაციო ფორმები. კონკურსის გზით შერჩეული მონაწილეები გახდებიან ახალგაზრდული კლუბის წევრები. ახალგაზრდები, ინტერესების შესაბამისად, 6 თვის განმავლობაში პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების დახმარებით დაგეგმავენ და განახორციელებენ არაერთ საინტერესო ღონისძიებას. პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან თანამშრომლობითა და კოლეჯის ,,იბერია“ მხარდაჭერით.