რას გულისხმობს რობოტიკის სკოლა?
 
იქმნება ახალი სასწავლო პლატფორმა, რომლის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან Arduino-ს მუშაობის პრინციპებს, რობოტის კონსტრუირებას, მიკროელექტრონიკის საწყისებსა და შექმნიან ჭკვიან პროექტებს.
 
სკოლა გთავაზობთ:
 
სასწავლო კურსს, რომელიც საშაულებას გაძლევთ შეისწავლოთ რობოტების აგება და პროგრამირების საფუძვლები. კურსის ფარგლებში მონაწილეები ააგებენ თვითმართვად რობოტებს, რომელზე დაყრდნობითაც ისინი შეისწავლიან რობოტის კონსტრუირებას, წრედის აგებას და სამართავი ბრძანებების შესაბამის კოდში გაწერას.
 
‍სწავლა გაიმართება როგორც ლაბორატორიაში, ასევე, დისტანციური მეთოდით.
 
ჩვენ გპირდებით :
ინოვაციურ გარემოს 
საჭირო გამოცდილებას 
დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს 
 
პროგრამის შესწავლას არ გააჩნია ცოდნის და უნარების რაიმე წინაპირობა და განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და შექმნას ისეთი მოწყობილობები რომლებიც გაუადვილებს ცხოვრებას.
 
რობოტიკის სკოლაში სწავლა სრულიად უფასოა ყველასთვის.
 
სულ 20 ვაკანტური ადგილია, იჩქარეთ და მოხვდით ჭკვიან იღბლიანებს შორის.
 
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, 2020 წლის 4 ნოემბრამდე.
 
იხილეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/38AR957HdnwxwFFFA
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
 
ვის ნომერსაც თქვენ მეტყვით
 
info@iberia.edu.ge
 
ან მობრძანდით მისამართზე: ქ.ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №12