მეხილეობა-მეჩაიეობა

პროგრამის სახელწოდება: მეხილეობა-მეჩაიეობა (დუალური მიდგომით)

პროგრამის განხორციელების ადგილი:  სსიპ კოლეჯი ,,იბერია“,

მის: ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61

პროგრამის ხელმძღვანელი: მარიეტა თაბაგარი

სარეგისტრაციო ნომერი – 09114-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სოფლის მეურნეობაში/Secondary Vocational Qualification in  Agriculture

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მეხილეობა-მაჩაიეობის  სფეროს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება

 

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს  შეუძლია:

  1. მონაწილეობა მიიღოს საბაღე ფართობის ტერიტორიულ მოწყობაში;
  2. შეაფასოს და დაამუშაოს ნიადაგი;
  3. აწარმოოს ხეხილოვანი კულტურების სარგავი მასალა;
  4. უზრუნველყოს ხეხილის სხვლა-ფორმირება;
  5. უზრუნველყოს ხეხლის დაცვა;
  6. აიღოს მოსავალი;
  7. მართოს ფერმერული მეურნეობა;
  8. დაგეგმოს და განახორციელოს პროდუქტის პირველადი მიღება-რეალიზება.
  9. გააშენოს და მოუაროს ჩაის პლანტაციას;
  10. აწარმოოს ჩაის ნერგის სარგავი მასალა;
  11. უზრუნველყოს ჩაის ფოთლის პირველადი მიღება.

დაშვების წინაპირობა:  სრული ზოგადი განათლება;

მოტივაციური გასაუბრება

სწავლის მოცულობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 90  კრედიტი

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 120 კრედიტი.

სწავლის ხანგრძლივობა: ქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 18  სასწავლო თვე

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის: 24 სასწავლო თვე

პროგრამა ხორციელდება დუალური მიდგომით, კერძოდ, სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგებისთვის გამოყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის 50%-ზე მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში.

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.

მეხილეობა-მეჩაიეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულის დასაქმების პოზიცია არის:

  • ბაზარზე ორიენტირებული მებაღეები და სასოფლო-სამეურნეო კულტურის მწარმოებლები
  • ხეხილისა და კენკროვანი კულტურების მწარმოებელი
  • მებაღეები, სანერგეების სხვა მუშაკები
  • მემინდვრეები და მებოსტნეები
  • შერეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლები
  • თვითმოხმარებაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომ

მეხილეობა-მეჩაიეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება დუალური მიდგომით. კერძოდ, სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგებისთვის გამოყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის 50%-ზე მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში.

კოლეჯის პარტნიორები დუალური პროგრამის ფარგლებში

  1. ააიპ ფონდ ,,აფხაზინტერკონტთან“ არსებული სოციალური საწარმო ,,აგამა“, მის: წყალტუბოს  მუნიციპალიტეტი სოფ.გეგუთი;
  2. შ.პ.ს ,,თ. სულორი“, მის: ვანის მუნიციპალიტეტი, სოფ. სალხინო, სოფ. შუამთა“;
  3. ,,კარტლის აგროსისტემები“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N75გ; რეგიონული ცენტრის მის. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი;
  4. შპს ,,ანდიტრი“, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ეწერი.
  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაშიemis.ge და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ნN11/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIVთავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.
  4. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველო პროგრამა.
  5. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.