ქუთაისში სსიპ კოლეჯ “იბერიას” ახლად რეაბილიტირებული კორპუსი გაიხსნა.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სსიპ კოლეჯ “იბერიაში” არსებული საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამებისა და უახლოეს მომავალში დასანერგი სასწავლო კურსების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები გაეჟღერებინათ.
გარდა ამისა, მოეწყო პროფესიული სტუდენტების მიერ დამზადებული ნამუშევრების დათვალიერება, სარესტორნო მომსახურების პროფესიული სტუდენტები კი სტუმრებს კულინარიის ხელოვნების პროფესიული პროგრამის ფარგლებში მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდნენ.უთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში კერძო