მიმდინარე წლის 2 აპრილს 11:00 საათზე სსიპ კოლეჯის “იბერია” ბაღდათის ფილიალში გაიმართა შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ბატონი ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, მასმედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრაზე განხილული იქნა სსიპ კოლეჯ  “იბერია” ბაღდათის ფილიალში არსებული საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამები და უახლოეს მომავალში დასანერგი სასწავლო კურსები.

ღონისძიება წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გააჟღერეს მათთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები.