სსიპ კოლეჯ „იბერიას“ სტუდენტებისა და მასწავლებლების საყურადღებოდ!
ქვეყანაში განვითარებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 11 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ” ქალაქების – თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის ტერიტორიაზე მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ” მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დროებით შეწყდება სასწავლო პროცესი.
აღნიშნული ცვლილება არ ეხება კოლეჯის ბაღდათის ფილიალის სტუდენტებსა და მასწავლებლებს.