სსიპ კოლეჯ „იბერია“სთანამშრომელთა საყურადღებოდ!
სსიპ კოლეჯ „იბერიას“ ბაზაზე გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ კოლეჯ „იბერიას“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო „კიბერმდგრადობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის ტექნოლოგიების სერვისების განვითარება კოლეჯებში ახალი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად Development of cyber resilience and information technology services of colleges in compliance with new authorization standards“ პროექტის განხორციელება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პირველი სამუშაო შეხვედრა 13 ოქტომბერს.
აღნიშნულ შეხვედრაზე კოლეჯის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ პროექტის იდეას და განხორციელების გეგმას.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს შეეძლებათ ჩაერთონ TEAMS-ის მეშვეობით. TEAMS-ში შესვლა შეგეძლებათ კოლეჯის კორპორატიული ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შეხვედრაზე მოწვევის ბმული უკვე გამოგზავნილია კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტებზე.